ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დანიელ შერვაშიძე სახლიდან 21 ივლისს გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ის ქუთაისში გამგზავრებას გეგმავდა.

ახლობლების თქმით, დანიელ შერვაშიძე წვევამდელების მომზადებაში მონაწილეობდა.