შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 300 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.