თბილისში, პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ათობით მომიტინგე დააკავეს.

სამართალდამცველები პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს.

პროტესტი ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ.

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, რასაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.