შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. რუსთავის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული - ჯამში 33 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და “ალფა პვპ”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.