შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა, ბათუმში, თურქეთის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული ა.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ დ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის  იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.