შინაგან საქმეთა სამინისტროს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 131 შეკვრად დაფასოებული და 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.