შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ დაკავებულია - 1997 წელს დაბადებული გ.გ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინის“ შემცველი 9 ლიტრამდე სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც 10 პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.