შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა.

შსს-ს ვებგვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლევან მაისურაძეა მითითებული.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას ამ დრომდე ვაჟა სირაძე იკავებდა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.