საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია, რომელიც ამ დროისთვის გენერალური პროკურორის მოადგილეა.

კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 11-მა წევრმა მიიღო და ყველა მათგანმა ხმა გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.

ვიქტორ ახალბედაშვილმა და დარეჯან ბუცხრიკიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს. 

საბჭო შერჩეულ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს, რომელიც გენერალურ პროკურორს აირჩევს. 

გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე სულ 11 კანდიდატურა იყო  დარეგისტრირებული.

საპროკურორო საბჭოში გასაუბრებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.