საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 11-ვე პირს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაკავებულების ბრალი 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიურად მონაწილეობა) გადააკვალიფიცირა.

თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიესაჯათ - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს.