შსს-მ პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის დაშლა დაიწყო. 

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს. წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებულია სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც და ადგილზე სუნთქვა შეუძლებელია.

დაშლის მცდელობის მიუხედავად ჭიჭინაძის ქუჩაზე უფრო მეტი ადამიანი მივიდა.

წყლის ჭავლის გაშვებას მოქალაქეები საქართველოს ჰიმნით შეხვდნენ.

პარალელურად ჭიჭინაძის ქუჩისკენ თავისუფლების მოედნიდან სპეცრაზმის დამატებითი ძალები დაიძრა.