თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.