გასულ ღამეს ტრანსგენდერ ქალს ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ. მას უცნობმა პირმა თავში აგური ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა ორთაჭალის ავტოსადგურთან მოხდა. 

ტალიკიშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ის უკვე გამოკითხა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126 -ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.