თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 70 წლის ქალი დააყაჩაღეს.

დაზარალებულის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა.

მძარცველებმა ქალს ფულისა და ძვირფასეულობის შესანახი ადგილი იძულებით ათქმევინეს და ადგილიდან 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროულობა წაიღეს.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, ძარცვის ფაქტზე დაიწყო.

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.