შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ჩინეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, რუსეთის, ყაზახეთის, იორდანიის, ბანგლადეშის, ტაილანდის, ისრაელის, ლიბანის, სამხრეთ აფრიკის, სუდანისა და სირიის - ჯამში 87 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.