შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სუდანის, ერაყის, ქუვეითის, ნიგერიის, ბელარუსის, კუბის, კოტ-დივუარის, მადაგასკარის, ალბანეთის, უზბეკეთის, ლიბანის, მაროკოს, იორდანიის, ტაილანდის, და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 96 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.