საგარეჯოში ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცოლზე ძალადობის მუხლით ნასამართლევი იყო და შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 11 პრიმა 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 11 პრიმა 381 მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) დაიწყო.