ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მფრინავი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი 2 ივლისს დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი  მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა.