თავდაცვის სამინისტრო მარნეულის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

 


 

 

24 დეკემბერს მარნეულის სამხედრო ნაწილში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზად იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობა სახელდება.