"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან.

მათი განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს.

სტუდენტების თქმით, იუსტიციის სახლის შემდეგ ისინი "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებენ.