"ავერსი" სიყვარულით გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!
ლექსი — მიხეილ ქვლივიძის; კითხულობს — გიორგი ქვლივიძე
"ავერსი" სიყვარულით გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!
ლექსი — მიხეილ ქვლივიძის; კითხულობს — გიორგი ქვლივიძე
1772953094
"პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა შ.ჰ.-ს პირადი ჩხრეკისას 28 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ და „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1772952823
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 36 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ამფეტამინი“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1772952412
ეს მრავალფეროვნება და გრანდიოზული ფასდაკლება ძალიან ამარტივებს ქალთა დღეების საჩუქრების შეძენას. მსოფლიოში ცნობილი 100-ზე მეტი ბრენდის პროდუქტებიდან სასურველს ადვილად იპოვი, მაგრამ ყველას ერთად ხომ არ უყიდი; საკითხი დგება, რომელი უფრო სჭირდება ქალს: შრატი თუ სახის ნიღაბი? სახის ნიღაბი თუ ტუში? ბალზამი თუ კონდიციონერი? კონდიციონერი თუ თმის ზეთი? კოლაგენი თუ ვიტამინი? CC კრემი თუ კონსილერი...და სწორედ მაშინ, როდესაც ყველა კოსმეტიკა თუ ყვავილები, სუნამო თუ სამკაული, თუ…-ზე იმტვრევდა თავს, აღმოჩნდა, რომ ქალების უდიდეს ნაწილს სინამდვილეში მეტი გამოძინება, სამსახურის მერე დასვენება, ფინანსური დამოუკიდებლობა, ოჯახში ზრუნვის გადანაწილება, სქესის განურჩევლად დაწინაურების თანაბარი შესაძლებლობა, ქალებზე სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, პროფესიების სქესის მიხედვით არდაყოფა, მისი არა, რომ არად ისმოდეს და მემკვიდრეობის თანაბარი განაწილება სჭირდებათ."ეს ერთგვარი აღიარება და სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რომელიც PSP-ს კომუნიკაციას მუდამ თან სდევს - გამბედაობა გავუსწოროთ თვალი რეალობას შეულამაზებლად, დავფიქრდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ PSP-ში.
1772951838
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება."საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა და სააფთიაქო ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ოთხივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2, მე-3 და 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
1772949900
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 273 290 (+930) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 08.03.26-მდე: ტანკები – 11 742 (+5), ჯავშანტექნიკა – 24 157 (+6), საარტილერიო სისტემები – 38 059 (+55), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 673 (+3).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 322 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 349 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 164 416 (+2 558), ფრთოსანი რაკეტები – 4 403 (+19).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 30 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 82 101 (+289), სპეციალური ტექნიკა – 4 083 (+0).
1772948100
"ეს არის მნიშვნელოვანი დარტყმა, რომელიც დამატებით ნაბიჯს წარმოადგენს ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის გაღრმავებაში“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.ისრაელის სამხედროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დარტყმები მიმართულია სტრატეგიული სამიზნეებისკენ, რომლებიც მხარს უჭერენ ირანის შეიარაღებული ძალების საქმიანობას.ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა ადრე განაცხადა, რომ ისრაელი ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადადიოდა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ გახმაურებულა.28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს. შურისძიების მიზნით, ირანის არმიამ ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმები განახორციელა, მათ შორის იყვნენ ქუვეითი, საუდის არაბეთი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და აზერბაიჯანი. ასევე დარტყმა მიაყენეს კვიპროსში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზას, რამაც ევროპაში შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის მზადება გამოიწვია.5 მარტს, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომის შემდეგ ეტაპზე გადადის. კერძოდ, ისრაელის არმია გააძლიერებს საჰაერო დარტყმებს მიწისქვეშა საწყობებზე, სადაც თეირანი ბალისტიკურ რაკეტებს მალავს.ამავდროულად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანში ხელმძღვანელობის სრული შეცვლა სურს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას "კარგი ლიდერის" როლისთვის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს.აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ამერიკული ჯარების სახმელეთო შეჭრისთვის. მან უარყო ვაშინგტონთან ნებისმიერი მოლაპარაკება და ხაზი გაუსვა იმას, რომ თეირანმა არ მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა აშშ-სა და ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმების მიუხედავად.6 მარტს, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს უზიარებს ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.7 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 8 მარტის ღამეს ირანი შეერთებული შტატებისა და ისრაელისგან ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებს.აღსანიშნავია, რომ "ჰეზბოლას" მიერ განხორციელებული დარტყმების სერიის შემდეგ, გაჩნდა ვარაუდი, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა შესაძლოა, საბრძოლო პირობებში პირველად გამოიყენონ ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის სხივი".
1772914441
"მე ვარ ის, რომელმაც რვა ომი დაასრულა. ფიქრობ, კიდევ ერთი გველის. ეს ყველაზე მარტივი იყო, მაგრამ პუტინსა და მის კოლეგას შორის სიძულვილია დიდი. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ მათ შორის რაიმე ურთიერთგაგება იქნებოდა, მაგრამ – არა. სინამდვილეში, მათ შორის იმდენად დიდი სიძულვილია, რომ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია, ვნახოთ, რა მოხდება. შეთანხმებასთან ახლოს ბევრჯერ ვიყავით, მაგრამ ერთ-ერთი მხარე ყოველთვის უკან იხევდა. მაგრამ იცით, სინამდვილეში, ჩვენ არ ვაგებთ. აგებენ ისინი. ეს ჩვენზე დიდ გავლენას არ ახდენს, რადგან ოკეანე გვყოფს. ამას ევროპის სასიკეთოდ ვაკეთებ, სიცოცხლის სასიკეთოდ ვაკეთებ, რადგან ისინი 25 000 ადამიანს კარგავენ. დაფიქრდით, ყოველთვიურად 25 000 ადამიანი. გასულ თვეში 31 000 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად – ჯარისკაცები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1772912497
მათივე თქმით, ინციდენტი ალ ბარშას რაიონში მოხდა.მამაკაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც ნამსხვრევები მანქანას დაეცა.
1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772306781
ტრამპი - 8 მარტის ღამეს ირანი ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებს
1772887534
საუდის არაბეთი - მხარს ვუჭერთ მოძმე ქვეყნების მიერ მიღებულ ყველა ზომას ირანის მიერ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ
1772280840
მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციის შედეგად აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურდა
1772289443
26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1772047746