დღეს, 22 ივლისს, "ბათუმელებმა" გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე, - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელების" განცხადებაშია აღნიშნული.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე "ბათუმელებს" გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა.

"დღეს, 22 ივლისს, ბათუმელებმა გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე.

"ბათუმელებმა" ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. 

ამ ეტაპზე "ბათუმელებს" გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი", - აღნიშნულია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურმა "ბათუმელების" ანგარიშებს ინკასო 21 ივლისს დაადო.