ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ქართული კლინიკა გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა არის მრავალპროფილური. ამასთან, ქართველ ემიგრანტებს არ ექნებათ ენის ბარიერი  და რაც ყველაზე მთავარია, პირველ ქართულ კლინიკაში, რომელიც ბრუკლინში მდებარეობს, უსაბუთო ადამიანებსაც მიიღებენ და უმკურნალებენ.

მსოფლიო კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი ალექსანდრე თორელი აცხადებს, რომ ქართულად მოსაუბრე მთელი პერსონალი გააადვილებს ურთიერთობას ხალხთან, მათზე ზრუნვასა და პრევენციას.

"ძალიან გასახარი  ამბავია, მე და რამდენიმე კოლეგამ გადავწყვიტეთ, შუა ბრუკლინში ასე ვთქვათ, რთული ამოცანა დაგვეძლია და გაგვეხსნა ქართული კლინიკა. მნიშვნელოვანია იმით, რომ ქართველი ექიმები, ქართულად მოსაუბრე მთელი პერსონალი გააადვილებს ურთიერთობას პაციენტებთან", - აცხადებს მსოფლიო კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი ალექსანდრე თორელი.