"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანენ, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის დირექტორმა გიორგი პატარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანა ორი დღის განმავლობაში მოხდება.

პარტია "დროას" ინფორმაციით, ხოშტარიას "ვივამედში" კომპლექსური გამოკვლევები ჩაუტარდება, საბოლოოდ დადასტურდება მისი დიაგნოზი და გაივლის მკურნალობის შესაბამის კურსს.

"მისი მკურნალობის პროცესში სრულად იქნებიან ჩართული მისი მკურნალი ექიმები სხვადასხვა პროფილური მიმართულებით", - აცხადებენ პარტიაში.