"ღირსეული საცხოვრებელი დევნილებს", - ამ ლოზუნგით დევნილთა სააგენტოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან დევნილები, რომლებიც საბინაო პოლიტიკას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ისინი სიღარიბის პირისპირ მიატოვა.

ადგილზე მოქალაქეებს ბანერები აქვთ გაშლილი წარწერით - "კორუფცია კლავს", "ღირსეული საცხოვრებელი დევნილებს".

შეკრებილ დევნილებთან ერთად იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ათასობით ადამიანს არასწორი პოლიტიკის გამო საცხოვრებელი არ აქვს.