ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, ილიაუნის სრული ავტორიზაცია მიენიჭა.

"განათლების განვითარების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ილიაუნის მიენიჭოს სრული ავტორიზაცია. ჩვენმა უნივერსიტეტმა შეძლო დაემტკიცებინა თავისი სიმართლე და მიიღო ის, რაც კანონით ეკუთვნოდა.

ილიაუნი იყო, არის და იქნება საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტი და მის განათლების ხარისხზე მოწმობს არაერთი საშინაო, თუ საგარეო კვლევა.

ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. ეს ბრძოლა აქ არ მთავრდება, ჩვენი სიმართლე მომავალი გამარჯვებების საწინდარია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სხდომის პარალელურად, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები საპროტესტო აქციას მართავდნენ.