“არაფერი ლევანს არ უთქვამს რაც ეწინააღმდეგება ან ეკლესიურ ან სახელმწიფო კანონმდებლობას. ის საუბრობს მხოლოდ თავისუფლებაზე და ხალხის უფლებებზე, ამიტომ ამის გამო ლევანი არ შეიძლება რომ ციხეში იყოს. როცა დემოკრატია არ მუშაობს, მაშინ ხდება ის, რასაც ლევანი ამბობს”, - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა რუსთავის ციხესთან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან ლევან ხაბეიშვილთან შესვლამდე.

“არაფერი ლევანს არ უთქვამს რაც ეწინააღმდეგება ან ეკლესიურ ან სახელმწიფო კანონმდებლობას. ის საუბრობს მხოლოდ თავისუფლებაზე და ხალხის უფლებებზე, ამიტომ ამის გამო ლევანი არ შეიძლება რომ ციხეში იყოს, მაგრამ მით უმეტეს არ შეიძლება, რომ მას ზიარება აეკრძალოს, ასეთი დანაშაული მას არაფერი არ ჩაუდენია. რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით და  სიტყვით თუ ვეტყვით, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ ეკლესიურად ლევანს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულები, ვართ ვაზიაროთ ადამიანი, რომელიც განსაცდელშია.

4 ოქტომბრამდე ბევრი აქცია იყო დაანონსებული და ყველას გვქონდა მაგის უფლება და 4 ოქტომბერი რატომ გახდა საშიში ვერ ვხდები, რადგან ამის უფლება აქვს პოლიტიკოსებსაც და არ არის პირველი. პირველი რომ ყოფილიყო მაშინ ცოტას დავეჭვდებოდი და რომ რაღაცა დააშავეს.

როცა დემოკრატია არ მუშაობს, მაშინ ხდება ის, რასაც ლევანი ამბობს. მე იმედი მაქვს მთავრობის მხრიდანაც და ხალხის იმედი მაქვს ძალიან, რომ სისხლი არ დაიღვრება და საკმარისია ის, რაც დაიღვარა უკვე, მით უმეტეს 90-იანები წლები ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს და ამას არ დაუშვებს არც ერი და არც მთავრობა, მე ასე მგონია 4 ოქტომბერს, ამიტომ მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დასაშვებია და მისაღებია, არავინ არ უნდა დაღვაროს სისხლი. ამას ვეუბნები ხალხსაც და მთავრობასაც, ხალხი არ აპირებს, მაგრამ მთავრობისგან იყო რამდენჯერმე, რაც დიდი შეცდომაა და ეს არ უნდა გაიმეორონ“, - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.