"TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.

2021 წლის 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმის დროს, სადარბაზოში ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა.

11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.

2022 წელს იუნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ამ სიაში ლაშქარავა მეორე ჟურნალისტია, ვინც იუნესკომ საქართველოში მშვიდობიან ხანაში მოკლულად მიიჩნია. საქართველოდან იუნესკოს სიაში პირველი ჟურნალისტი გიორგი სანაია იყო, რომელიც 2001 წლის ივლისში მოკლეს.