31 წლის მერაბ მახარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

"მეგობრებო, მერაბს ჩვენი დახმარება ახლა უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე.

მერაბ მახარაშვილი, ამჟამად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ოჯახმა ის კლინიკიდან უკვე სახლში გადმოიყვანა, სადაც მას რეაბილიტაცია, მუდმივი, სპეციალური სამედიცინო მოვლა და აპარატურა ესაჭიროება.

იმის გამო, რომ მერაბი სახლის პირობებში იმყოფება, სახელმწიფო პროგრამებითა და დახმარებით ვეღარ სარგებლობს. ყოველდღიური სამედიცინო ხარჯები, მედიკამენტები და სპეციალური მოვლის საშუალებები ოჯახისთვის გადაულახავ ფინანსურ ტვირთად იქცა. ოჯახი ბოლომდე იბრძვის, მაგრამ ამ უმძიმეს პირობებში საზოგადოების მხარდაჭერა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ იმედად რჩება.

თითოეული თქვენი წვლილი, თუნდაც ყველაზე მცირე დონაცია, მერაბის სიცოცხლისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი დახმარებაა.

გთხოვთ, გავინაწილოთ ეს ტვირთი
საქართველოს ბანკი: GE48BG0000000612311282
თიბისი ბანკი: GE20TB7602345064300120
მიმღები: ქეთინო მახარაშვილი" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.