31 წლის მერაბ მახარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება, ის ამჟამად უმძიმეს კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და საჭიროებს მუდმივ მოვლას, მკურნალობას და სპეციალურ აპარატურას.

"მეგობრებო, მოგმართავთ ძალიან რთული მდგომარეობიდან გამომდინარე

ეს ულამაზესი ბიჭი მერაბ მახარაშვილი ამჟამად უმძიმეს კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და საჭიროებს მუდმივ მოვლას, მკურნალობას და სპეციალურ აპარატურას. მისი მდგომარეობის მართვა ყოველდღიურად ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ოჯახი ყველაფერს აკეთებს მისთვის და ბოლომდე იბრძვის, თუმცა ამ ეტაპზე საზოგადოების მხარდაჭერა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ დახმარება შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი: #GE48BG0000000612311282
თიბისი ბანკი: #GE20TB7602345064300120
მიმღები: ქეთინო მახარაშვილი

მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.