59 წლის ასაკში მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ავრცელებს.
"დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ მამაჩემმა სული მისცა სამყაროს შემოქმედს“, – წერს მიშელ გურიელაშვილი.
მომღერალი მძიმე სენს ებრძოდა.
59 წლის ასაკში მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ავრცელებს.
"დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ მამაჩემმა სული მისცა სამყაროს შემოქმედს“, – წერს მიშელ გურიელაშვილი.
მომღერალი მძიმე სენს ებრძოდა.
1751091110
უდავო ფაქტია, რომ ქართველ ძიუდოისტებს შორის მთავარი სათქმელი ეთერ ლიპარტელიანმა თქვა. ლაშა გუჯეჯიანის და გიორგი თენაძის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში ის იყო ერთადერთი, რომელმაც როგორც ინდივიდუალურ, ასევე შერეულ პირველობაზე, ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. შედეგად, გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ძიუდოში, მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ეთერ ლიპარტელიანის ტურნირი იყო: მან გამართა 9 ბრძოლა, აქედან 8 შემთხვევაში კი იპონით გაიმარჯვა.“მინდოდა, ბუდაპეშტში საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა”. ლიპარტელიანმა გამარჯვება სამშობლოს მიუძღვნა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს მისი პირადი გამარჯვება იყო. ყოველთვის სჯეროდა, რომ მეტი შეეძლო, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიზნისთვის მიღწეული. შრომობდა თავდაუზოგავად, არ ჩერდებოდა და სწამდა, რომ მთავარი გამარჯვების წინ ელოდებოდა.რა ქმნის წარმატებას? ვკითხოთ ადამიანებს, გნებავთ - ხელოვნურ ინტელექტს. პასუხად, მოვისმენთ უამრავ ალტერნატივას, თუმცა ყველაზე მეტი ხომ მათ ეთქმით, ვინც საკუთარ თავს სძლია და წარუმატებლობას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის საშუალება არ მისცა. როგორც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი ამბობს, მისგან ნატყორცნი 9000-ზე მეტი სროლა ფარში არ ჩავარდა, დამარცხდა 300-ზე მეტ შეხვედრაში და სწორედ ამ გზით მიაღწია წარმატებას.ეთერ ლიპარტელიანის გზაც ასეთია. არის ახალგაზრდებს შორის მსოფლიო (2-გზის) და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი, მაგრამ ახალგაზრდული ტურნირები, ასევე ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე მე-5 ადგილი მისთვის ვერასოდეს იქნებოდა საკმარისი: ის უმაღლეს კვარცხლბეკზე ოცნებობდა.ჩვენ, გულშემატკივრები, ტელეეკრანებიდან ვხედავთ გამარჯვებას, რომლის მიღმაც უამრავი ქარტეხილით სავსე გზა იმალება. უშრეტი ძალა, ყოველი დღის ვარჯიშისთვის მიძღვნის ენთუზიაზმი, ამტანობა, გაუტეხლობა… საიდან მოდის ეს ყველაფერი? ლიპარტელიანის პასუხია: "ესაა ალბათ ცხოვრების არსი - ყოველთვის გქონდეს მიზანი და მიისწაფვოდე მისკენ”.ეთერ, იგივე ეთო ლიპარტელიანი. ეთო, კვარა, მამარდა და სხვები… სპორტის ძალა ასეთია: უცნობი ადამიანები ჩვენთვის ახლობლები ხდებიან. თავს ვაძლევთ უფლებას, ისე ვუწოდოთ, როგორც საკუთარ მეგობრებსა თუ ახლობლებს, ისე ვუქომაგოთ და ვინერვიულოთ მათზე, როგორც ოჯახის წევრებზე და მათი გამარჯვება გავიზიაროთ. და ასეცაა, ეს ქვეყნის გამარჯვებაა, რადგან ისტორიის ასეთი ფურცლები ყველასთვის მარტივად გასაგებ მაგალითს გვაძლევს: ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია და დღეს, ძიუდოთი თუ სხვა ნებისმიერი საქმიანობით დაკავებულმა ქალმა თუ გოგონამ, კაცმა თუ ვაჟმა, ყველამ იცის: თუკი არ გაჩერდები, დიდი წარმატება ყველასთვის შესაძლებელია.საქართველოს ბანკი ყოველთვის და ყველგან მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
1751054811
"11 წელი სიცოცხლის სამსახურში.მადლობა ყველას, ვისაც სიკეთის რწმენა აქვს! 11 წელი თქვენთან ერთად და ერთმანეთით.11 წელია, ვირწმუნეთ, რომ სიკეთეს შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე, თქვენთან ერთად ეს შევძელით.დღესაც გვჯერა, რომ თითოეული გული, თითოეული ხმა და მხარდაჭერა სიცოცხლის ძალაა.ჩვენ მომავალშიც უნდა გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე.დარჩით ჩვენს გვერდით, რათა სიკეთის გზა ერთად გავაგრძელოთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1751053628
"უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელი - სუ-34 ბომბდამშენი გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს. მტერი აქტიურად იყენებს ამ მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს ფრონტის ხაზზე დაბომბვისთვის, მათ შორის KAB-ების ჩამოსაგდებად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსული გამანადგურებლები შორ მანძილზე მოქმედი დრონების გამოყენებით დაიბომბა. თავდასხმამ ასევე გამოიწვია ხანძარი მტრის აეროდრომის ტექნიკურ და ოპერატიულ ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.მისივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ ამზადებს მტერი თვითმფრინავებს ფრენებისთვის, ახორციელებს მათ რუტინულ მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას.
1751053621
11:00 საათზე - კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, კოალიციის ლიდერების ირაკლი კუპრაძის და ალეკო ელისაშვილის ბრიფინგი გაიმართებათემა: „ძლიერი საქართველოს საპროტესტო მარში პოლიტპატიმრებისთვის".
1751053575
კუროძლიერ დატვირთული და საქმიანი დღეა, თქვენი ნიჭისა და ცოდნის დემონსტრირებით, შთამბეჭდავად შეძლებთ ნებისმიერ საქმეში თავის წარმოჩენას. შესაძლოა, მეტად სარფიანი და საინტერესო წინადადებაც შემოგთავაზონ.ტყუპებითუ თქვენს გეგმებს უფრო დააკონკრეტებთ და მოხერხებულად იმოქმედებთ, დაეყრდნობით ინტუიციას საჭირო მომენტში, დარწმუნებული იყავით, რომ სასურველ შედეგს გაცილებით იოლად მიიღებთ.კირჩხიბიმოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, არის კარგი ცვლილებების ალბათობაც, შესაძლოა, სწორედ დღეს დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ცვლილებები.ლომითუ რაიმე სირთულე იჩენს თავს, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და ცივი გონებით გააანალიზეთ, სხვისი თვალით შეხედეთ ყველაფერს და პრობლემებს თავს იოლად გაართმევთ.ქალწულიკარგი დროა, ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის, არავითარი პრობლემები არ გემუქრებათ იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენი იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ რომ ეს საქმიანობა, ყველასთვის სარგებლიანი უნდა იყოს.სასწორიშესაძლოა, ამ დღემ არაერთი მოულოდნელობა მოიტანოს და საქმეებს თავი ვერ გაართვათ, თუმცა, კარგი პერსპექტივებიც სწრაფად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.მორიელიგამოიჩინეთ ინიციატივა, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ დაწყებული საქმე. თქვენი იდეები ნაყოფიერი და სარგებლიანი იქნება და ბევრ მხარდამჭერს გაიჩენთ.მშვილდოსანიშესაძლოა, გეგმები თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ სერიოზული მიდგომითა და მონდომებით, შეძლებთ მიაგნოთ ახალ შესაძლებლობებს, ეს დროულად გამოიყენეთ და შესაბამისად იმოქმედეთ.თხის რქადიდია პოზიტიური ცვლილებების შანსი, სასიკეთო და მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან ან ნაცნობებთან, შესაძლოა, შექმნათ ერთიანი სამოქმედო გეგმა მომავალი საქმიანობისთვის.მერწყულირთული, მაგრამ საინტერესო დღეა. თუ არ იზარმაცებთ და საჭირო ინიციატივას გამოიჩენთ, თვითონვე გაგაკვირვებთ მიღწეული შედეგები და მეტად კმაყოფილიც დარჩებით საკუთარი თავით.თევზებიშესაძლოა, მარტოს გაგიჭირდეთ საქმეებში გარკვევა, ნუ იწუწუნებთ და ნუ აჰყვებით ნეგატიურ ფიქრებს, სთხოვეთ დახმარება ახლობელ ადამიანებს და ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით.
1751048795
"ახლა ვიღაცები მახსენებენ, რომ მამუკა ხაზარაძეს არ მოსწონდა, რომ მე როგორც პატიმარს ვიდეო ჩართვების საშუალებას მაძლევდნენ. ჩემი პასუხი ამაზე მარტივია - ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.მამუკამ და ბადრიმ გამოიჩინეს პრინციპულობა, როცა უარი თქვეს არალეგიტიმურ ორგანოსთან თანამშრომლობაზე და ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩემი "განაჩენები" ეფუძნება ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენებებს. ის ციხეში ამის გამო კი არ ზის, არამედ სწორი საქციელისთვის და მის მიმართ სოლიდარობა აუცილებელია.ბ.-ნი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას ვინაიდან "ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას" არა მგონია თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. მისგან განსხვავებით მე მივიჩნევ, რომ ყველა, ვისაც ივანიშვილი იჭერს, არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს!საერთოდ სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება.ისე, ისიც ფაქტია, რომ იმან, რომ თავის დროზე ივანიშვილს ჩემი დაჭერა გაუვიდა, გაუხსნა მას ხელი დღევანდელი მასობრივი რეპრესიებისთვის", - წერს სააკაშვილი.
1751048241
"წერილი შვილებს, არამარტო ჩემსასანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას - ჩემს ხუთივე შვილს.მადლობით მინდა დავიწყო ასეთები რომ ხართ - მართლები, ლაღები და თავისუფლები, უბრალოები და არაფრით გამორჩეულები, გარდა თქვენი ინდივიდუალიზმისა.ბევრი უსამართლობის და წინააღმდეგობის, ხშირ შემთხვევაში გადაულახავის დროსაც, ერთხელაც არ გითქვამთ, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა, იცოდით რა, რომ ამის შესაძლებლობა სულ გვქონდა.მადლობა, რომ არც თქვენ გაგჩენიათ სურვილი სხვა ქვეყანაში ცხოვრების იმიტომ, რომ ზუსტად იცით და გრძნობთ, რომ ამ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. იცით და ამაყობთ ამ ქვეყნის ტრადიციით და ისტორიით. იცით და გრძნობთ, რომ თუ თქვენ არა, სხვა ვერავინ უშველის ამ მართლაც უნიკალურ საქართველოს. თავისუფლები ხართ და ამიტომ ვარ ამაში ასე დარწმუნებული. თავისუფალმა ადამიანებმა მოიტანეს ეს ქვეყანა დღემდე. თავისუფლებას ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - რაც უფრო ვიწროვდება შენს გარშემო სივრცე, უფრო ძლიერდება ეს გრძნობა. დღეს, ამ ოთხ კედელში გამოკეტილი, ამას განსაკუთრებული ძალით ვგრძნობ.ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშარების. მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, ინოვაცია, ბიზნესი თუ ხელოვნება. მშიშარა ადამიანზე საწყალი და უბედური არ არსებობს ქვეყანაზე არავინ. მადლობა ირინას თქვენი ასეთი აღზრდისთვის! მადლობა ყველა დედას თავისუფლებისმოყვარე შვილების აღზრდისთვის!მიყვარხართ!ბრძოლა გრძელდება ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვის და გაერთიანებისთვის. დიახ, რუსული რეჟიმის ჩამოშორება მხოლოდ ნაწილია დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრძოლის ნაწილი ვარ, ჩემს ოჯახთან და თანამებრძოლებთან ერთად! მინდა, მოგიწოდოთ - კითხვა "გვეშველება რამე?“ უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან. პასუხი არის ერთი - დიახ, გვეშველება! ამაყად და ხმამაღლა უნდა ვიძახოთ და ვიმეოროთ - ჩვენ გავიმარჯვებთ!ერთად საქართველოსთვის!ერთად თავისუფლებისთვის!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
1751047859
"გამარჯობა და გამარჯვება!მართალია საბჭოთა კავშირი კი შემოგვიბრუნდა აწმყოში და უნდა ჩვენი გონება სულ წარსულს ეპოტინებოდეს, თუმცა წარმოუდგენლად დიდი პატივია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც თავგადასავლიან ცხოვრებას მოითხოვს და ამაში გასაკვირი არაფერია.ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე!ამ და ასეთ ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ, პრინციპულობით გავიმარჯვებთ.ასე მჯერა, ასე ვიცი, ასე მიბრძოლია და ასე ვიბრძოლებთ. მაგრად მახარებს შეუპოვრების რაოდენობა, შემგუებლებს ცვლილება არასოდეს მოუტანიათ. რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს, საკუთარი „მე“ წაგვართვას. არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლის ძალა, რაც ყველასთვის მოულოდნელ მომენტში გამარჯვების ენერგიად გადაიქცევა და ნაკუწებად ვაქცევთ მილიარდერის ბადეს, რომელშიც ყველანი ვართ გახლართულები, მათ შორის თვითონაც.მოკლედ, რაც არ უნდა ბედნიერების ხრონწით ხმაში ამბობდნენ, რომ თუ ჩვენს პარლამენტს არ აღიარებენ, მაშინ ყველანი ციხეში წავლენო, აი ზუსტად ასეთ დილიხორში მყოფები დაიშლებიან, როგორც ქიმიური შენაერთი სინჯარაში.საქართველო ვერ გახდება ბიძინასი და რუსების, ჩასუნთქული გვაქვს უკვე თავისუფლების ჰაერი და ძალიან ბევრს მენტალურად დატოვებული გვაქვს საბჭოთა კავშირი და ვაპირებთ მისი ყველა კარი სამუდამოდ გამოვიხუროთ!აქ კი, რუსთავის ციხეში, სიზმარისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს ყველას მოკითხვა, მაგრად იყავით!მოკითხვა სართულის მეზობელს - გიორგის,მოკითხვა ქვედა სართულის მეზობლებს - ნიკას, ზურას, ირაკლის, მამუკას და ბადრის.მოკითხვა გივი თარგამაძეს!მოკითხვა სხვა ციხეში მყოფ სინდისის პატიმრებს", - წერს ნიკა მელია.
"თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 მლრდ 815 მლნ ლარი დაიხარჯა"
1750671022
"ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან"
1750231500
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა
1750838874
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1750924284
"2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს"
1750669748