საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა – ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

27 წლის მოჭიდავე გარდაცვლილი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მან სიცოცხლე სავარაუდოდ, სუიციდით დაასრულა. 

ნუგზარ წურწუმიას მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის გარდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული, გარდა ამისა, ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანია.