მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, სოციალური ქსელის მომხმარებლებს Facebook-ის გამოყენების პრობლემა შეექმნათ.

ონლაინსერვისების შეფერხებებზე დამკვირვებელი პლატფორის, Downdetector-ის მონაცემებით, მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრობლემების 61% ვებსაიტზე წვდომას უკავშირდებოდა.

შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებდნენ ინსტრაგრამის მომხმარებლებიც.

კომპანია „მეტაში“ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.