ივანიშვილის მთავრობამ და მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენს მოაწერეს ხელი უდანაშაულო ჟურნალისტისთვის,- ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში წერს.

"მივმართავ ჩემს ქართველ კოლეგებს, საქართველოს დემოკრატიულ ძალებს და იმ მამაც მებრძოლებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თავისუფლების მოედანზე, აფგან სადიგოვთან მხარდამხარ იდგნენ ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში - მოვუწოდებ მათ, დაიცვან აფგან სადიგოვი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ღამურებივით, კვირას, ღამის 02:00 საათზე გამართა სხდომა და მიიღო გადაწყვეტილება აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში დეპორტაციის შესახებ. საქართველოს ისტორიაში რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასამართლო სხდომა კვირა დღეს, ღამის 2 საათზე ჩატარებულა? საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა პირდაპირი როლი ითამაშა აფგანის აზერბაიჯანისთვის გადაცემაში. სწორედ უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით ხდება აფგან სადიგოვის გადაყვანა აზერბაიჯანში.

შეგახსენებთ, რომ მეც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გამიტაცა. თავიდანვე ზედმიწევნით იყო მომზადებული ეშმაკური გეგმა. აფგან სადიგოვის პასპორტი დეაქტივირებულია, რათა მას მესამე ქვეყანაში გამგზავრება არ შეეძლოს. ბაქოში მას სიკვდილი ელის.

ივანიშვილის მთავრობამ და მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენს მოაწერეს ხელი უდანაშაულო ჟურნალისტისთვის", - წერს მუხთარლი.