ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, "ნანუკას ფონდის" გარდა, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.

"prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი.

Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 

ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ.

ბოლო ინფორმაციით, ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ", - წერს ჟორჟოლიანი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ნანუკას ფონდი" დააყადაღეს.

"ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით.

ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.

ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების  მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.

დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება", - წერს ჟორჟოლიანი.