კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მორიგი კომბინირებული დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N24 და N29 კორპუსების მიმდებარედ დასრულდა.

ჯამში, 3 000-მდე კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სკვერები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. N29 კორპუსთან მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო გასართობი მოედანი, N24 კორპუსთან კი განახლდა არსებული მინი ამფითეატრი, ასევე, მოეწყო საბავშვო ზონა. ორივე სკვერში სავალი ბილიკები მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები.

პროექტების დასკვნით ეტაპზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ორივე სივრცეში, ჯამში, 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგა.

დასასვენებელი სივრცეების  ჯამური ღირებულება 657 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები, ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს "ლაგომ“ განახორციელა.

დასრულებული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ და ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ტურძელაძემ გახსნეს.