ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დღეს იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა "მარჩელო" იხსნება, რომელიც იტალიელ მსახიობ მარჩელო მასტროიანს ეძღვნება.

ექსპოზიცია მოიცავს იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ 60-ზე მეტ ფოტოსურათს, რომლებიც მან 1988 წელს, მარჩელო მასტროიანის საქართველოში რამდენიმედღიანი მოგზაურობის დროს გადაიღო.

გამოფენა მნახველისთვის ღია იქნება ხვალიდან და 30 ივნისამდე გაგრძელდება.