რუსთავში, მეგობრობის გამზირზე გაზით ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მოიწამლა. 

ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

მათივე ცნობით,  საჰაერო მილიდან მოხდა CO-ს გავრცელება მე-3 და მე-4 სართულებზე, დაიღუპა მე-4 სართულზე მცხოვრები დედა-შვილი, ხოლო მე-3 სართულზე მცხოვრები სამი არასრულწლოვანი და მათი დედა მოიწამლა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.