აქციებზე დაკავებული აქტივისტის ზვიად ცეცხლაძის მამა გიორგი გველესიანის პოლიტიკურ განცხადებებს აკრიტიკებს და "სამარცხვინოს“ უწოდებს. 

"სამარცხვინო განცხადებაა, ეროვნულ ნაკრებს, თითქმის მთლიან შემადგენლობას რომ უწოდო "მოღალატეები" მაშინ, როცა განცხადება პირდაპირ დაკავშირებული იყო საქართველოს კონსტიტუციის დაცვასთან. ასეთ დროს, როცა ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ და კონსტიტუციის დაცვის მიმართულებით გაკეთებულ განცხადებას ღალატში უთვლი, რეალურად, აცდენილია აბსოლუტურად ყველაფერს. ვერ გავიგე რა ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავდა ამაში და ევროპა რატომ არის საფრთხე და ირანი და რუსეთი რატომ არის პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის? ასეთი სამარცხვინო განცხადება ბევრი გაგვიგია. ირანის გავლენა ეტყობა ამ ადამიანს იმდენად, რამდენადაც იქ თამაშობს ეს პიროვნება. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი.

როცა შენი განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა "ოცნების" ნარატივს, ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ იმ პოლიტიკური მსოფლმხედველობის და ორიენტაციის ხარ და შესაბამისად, გამორიცხული არ არის, იმ გუნდში პოლიტიკური თვალსაზრისითაც აღმოჩნდე. ვფიქრობ, რომ რაღაც ფორმით ემზადება შემდგომში, რომ მოვიდეს პოლიტიკაში, მინიმუმ, პარლამენტარის დონეზე", - აცხადებს ზურაბ ცეცხლაძე. 

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა ნაწილი "მარგინალურ ჯგუფებად“ და „კოლექტიურ მოღალატეებად“ მოიხსენია.