ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

აბუ-დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილს დღეს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმის თქმით, პაციენტს ტვინის შერყევა აქვს.

"მისი გადმოცემით, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა კვლევები, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტს აღენიშნება თავს ტვინის შერყევა, შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას", - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ანა დალაქიშვილმა.