ყველას, ვინც ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია, ივანიშვილი ეუბნებათ, რომ სასამართლო, მართლწესრიგი და მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე შაინიძე "ბლეფს" დგამს.

"ყველას, ვინც ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია, ივანიშვილი ეუბნებათ, რომ სასამართლო, მართლწესრიგი და მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მართლმსაჯულების აქტი არ დგება ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უარს ამბობს სახელმწიფო ფუნქციონირებაზე.

ჩვენ ახლა იმ სტადიაზე ვართ, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ პოლიციაში, სასამართლოში, პროკურატურაში, მათ უნდა დაკარგონ პროფესიული კეთილსინდისიერების ხერხემალი და თქვან ტყუილი. მოსამართლე შაინიძემ არ შეიძლება ჩააბაროს წესიერების ტესტი. ბლეფს დგამს შაინიძე და მას, რა თქმა უნდა, პროფესიულ ნამუსზე ვერ შევაგდებთ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

"ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის”დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის საპროცედურო ნაწილზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება.