თბილისში "დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით" იმართება.
მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო.
აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები 52 დღეა, იმართება.
თბილისში "დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით" იმართება.
მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო.
აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები 52 დღეა, იმართება.
1737229556
"დღეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძალიან კარგი სამუშაო გააკეთეს: SBU-მ, გამოძიების სახელმწიფო ბიურომ, ეროვნულმა პოლიციამ, ჩვენმა პროკურატურამ.არის მოღალატეების წინააღმდეგობა და სხვადასხვა სახის სქემები, რომლებმაც დაასუსტეს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი უკრაინული საზოგადოება. და ყველას, ვინც უკრაინის წინააღმდეგ გზას დაადგება, უნდა ახსოვდეს, რომ პასუხი იქნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი განმარტებით, სანქციების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები უკვე მზადდება."ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ - ხვალ იქნება განკარგულება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
1737229545
კურო: ზოგი თქვენი წამოწყება ან იდეა ჩიხში აღმოჩნდება ან დასრულდება. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ – ვარსკვლავები სწორ გზას გაჩვენებენ და შეცდომებისგან გიცავენ. თუ კითხვებზე პასუხებს ეძებთ, დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.ტყუპები: მთელ დღეს ქაოსური მოვლენების შუაგულში ატარებთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. სტრესული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, დაისვენოთ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში არ ჩაერიოთ. უბრალოდ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავეთ და ნახეთ, სად მიგიყვანთ.კირჩხიბი: შეგიძლიათ, საკუთარი კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შეაქოთ, დაისვენოთ და მიღებული შედეგებით ისიამოვნოთ. ამ დღეს დაწყებული პროექტი ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება, ამიტომ მისი დაწყება რამდენიმე დღე უნდა გადადოთ. იფიქრეთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და განთავისუფლდით ყველაფრისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.ლომი: ნაყოფიერი დღეა, რომელსაც თქვენი მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. ეცადეთ, აქტიურობა შეამციროთ და მეტი დაისვენოთ.ქალწული: ხელსაყრელი დღეა პირადი ცხოვრების პრობლემების მოსაგვარებლად. გირჩევთ, ეჭვით შეხედოთ შეთავაზებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ – დიდი ალბათობით, ეს უიმედო საქმეა. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, რაც თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, თქვენთვის მით უფრო უკეთესი იქნება.სასწორი: დამღლელი კვირის შემდეგ თავს უენერგიოდ გრძნობთ და დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სამწუხარო გაუგებრობა, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, ეს დღე განმარტოებით, სიმშვიდეში გაატაროთ – ძალებსაც აღიდგენთ და კამათსაც აარიდებთ თავს.მორიელი: დილიდან მელანქოლიურ განწყობას ებრძვით. ნუ მისცემთ თავს წარსულში დარჩენის უფლებას. ეცადეთ, ახალი გეგმები შეადგინოთ და საკუთარი ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები შეიძლება გულწრფელი საუბრით და სადავო საკითხების განხილვით მოაგვაროთ. გირჩევთ, იმედი არ გაუცრუოთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება.მშვილდოსანი: ამ დღის ემოციური ფონი ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგებთ. ეცადეთ, კარგად გაიაზროთ ამა თუ იმ ქმედების აუცილებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოთ. პატივი ეცით საყვარელი ადამიანის სურვილებს და გადაწყვეტილებებს. დღის განმავლობაში უსიამოვნო შემთხვევებისგან შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია დაგიცავთ.თხის რქა: გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. ახალი ან მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას მოერიდეთ და ვალდებულებების შესრულება სამომავლოდ გადადეთ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით. ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ.მერწყული: ამ დღეს ყველაზე მეტად კამათში ჩართვას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას უნდა მოერიდოთ. ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, თუ ნაკლებს ისაუბრებთ და საყვარელი ადამიანების სურვილებს მეტად მოუსმენთ. დროა თქვენს ყოფაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგოთ და ფიზიკური მდგომარეობა გაიძლიეროთ.თევზები:ამ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ, სტრესი მოერიდოთ და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია თქვენი ფინანსური საკითხების გაანალიზება და ახალი გეგმების შედგენა. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც საერთო ინტერესებს აღმოაჩენთ და მომავლისთვის საინტერესო პროექტები დაგეგმოთ. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ.
1737229473
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა უკვე შეწყვიტა საუბარი "მშვიდობაზე 24 საათში“, მისი გუნდი მაინც საუბრობს მშვიდობაზე "100 დღეში“ ან "რამდენიმე თვეში“. როგორც გამოცემა წერს, ომის დასრულების დროის ზუსტად განსაზღვრის მსგავსი მცდელობები კიევში შეშფოთებას იწვევს."საქმე ის არის, რომ ჩვენ აქ არ შეგვიძლია მარტივი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ინიციატივა უნდა იყოს კონტროლირებადი, ის არ შეიძლება მიენიჭოს რუსეთს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ უკრაინული დრონების დარტყმებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე, პუტინის ყველაზე დიდ დაუცველობაზე. მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კრემლმა მოლაპარაკება აწარმოოს იმიტომ, რომ იძულებული გახდა და არა იმიტომ, რომ ეს დამოუკიდებლად გადაწყვიტა."რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სექტორის 46% არის თავდასხმის ქვეშ ან უკრაინული იარაღის დიაპაზონში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თანდათან კარგავს თავისი ეკონომიკის ამ საკვანძო სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს.გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვანადგურებთ ძირითად სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის ევროპულ რეგიონში. ჩვენ უნდა შევძლოთ შევინარჩუნოთ ეს ზეწოლა, თუ გვინდა მოლაპარაკებებში შესვლა ძლიერი პოზიციიდან. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ზარალს განიცდის, ის მზად იქნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა პოდოლიაკმა.უკრაინის დაზვერვის წყარომ პუბლიკაციის ავტორს განუცხადა, რომ უმეტეს შემთხვევაში რუსებმა ნავთობის ობიექტების შეკეთება "ერთ კვირაში“ მოახერხეს. მისივე თქმით, დასავლური რაკეტების მხოლოდ დამატებითი მიწოდება, მკაცრ ენერგეტიკულ სანქციებთან ერთად, აიძულებს პუტინს განიხილოს თავისი აგრესიის შეზღუდვა.პოდოლიაკის თქმით, კიევმა ნაწილობრივ მაინც მოახერხა ტრამპის გუნდის დარწმუნება, რომ რუსული აგრესია უკრაინაში "არა იმდენად უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ეხება, არამედ ევროპაში გავლენის გადანაწილებას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრამპს განუმარტეს, რომ პუტინის საბოლოო მიზანია არა ზაპოროჟიეს ხელში ჩაგდება, არამედ დასავლეთის შეძლებისდაგვარად დასუსტება.მიუხედავად ფრთხილი ოპტიმიზმისა, უკრაინელი ოფიციალური პირები მშვიდად ემზადებიან მოლაპარაკების შესაძლებლობისთვის ნაკლებად იდეალური პოზიციიდან, თუ ტრამპი მაინც შეეცდება უკრაინის ხარჯზე სწრაფი მშვიდობის დამყარებას. ამ შემთხვევაში, უკრაინა შეეცდება მოლაპარაკებების პროცესში ჩართოს თავისი ევროპელი პარტნიორები, კერძოდ დიდი ბრიტანეთი და შეეცდება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განლაგებას მის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიად.
1737227880
"ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში, მაგრამ სად აპირებენ წასვლას, როდესაც ომის დამნაშავე პუტინის ტყუილების იმპერია დაიშლება?“ - წერს უილსონი.
1737226691
ადვოკატი დარეჯან სალდაძე გამოცემა "ბათუმელებთან" აცხადებს, რომ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევებასთან დაკავშირებით, ის 3-თვიან პატიმრობაში იქნება."დღეს, 18 იანვარს განიხილებოდა საკითხი, გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყოფილიყო თუ არა ბატონი თემური დაკავებული.შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა სასამართლოს ამ ტიპის საქმეების განსახილველად და სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძე დატოვა დაკავებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქათამაძეს გადაიყვანენ უცხოელთა დაკავების განთავსების ცენტრში, რომელიც თბილისშია.სამ თვემდე გასცა სასამართლომ დაკავების ბრძანება, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების თაობაზე, ის იქნება 3-თვიან პატიმრობაში, რაც შემდგომში ცალკე განხილვის საგანია და ამაზე ცალკე დაიცავს საია თემურ ქათამაძის ინტერესებს", – აცხადებს სალდაძე.ადვოკატის თქმით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება 5 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.თემურ ქათამაძე ორჯერ დააკავა პოლიციამ. პირველად ბათუმში, შემდეგ კი 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ხელმეორედ დააკავეს. 17 იანვარს თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
1737213540
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
1737211876
აქციის მონაწილეები აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. "როგორც ცნობილია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში, ორშაბათს გახდება ცნობილი. მანამდე ჟურნალისტები ყოველდღე შევიკრიბებით და მოვითხოვთ დგებუაძის გადგომას, რისი სამართლებრივი საფუძველიც გაგვაჩნია, ეს ადამიანი დაკავებულებს არასათანადოდ ეპყრობა“, - განაცხადა "ბათუმელების" რედაქტორმა ნანა კვაჭაძემ. სამართალდამცველებმა მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
1737206729
"პირბადის გამო დააკავეს ადამიანები, თან ძალის გამოყენებით შეათრიეს პოლიციაში. 6 ადამიანია დაკავებული, მინა თავით ჩაამსხვრევინეს. ეს არის პოლიციური რეჟიმი, რომელსაც არანაირი საზღვარი არ აქვს, გადავიდნენ ყველა ზღვარს. ეს ყველაფერი რეპრესიულ სახეს იღებს, თუმცა ჩვენ არ გვეშინია, ვრჩებით ადგილზე“, - განაცხადა აქციის მონაწილემ. "არა პოლიციურ რეჟიმს", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები მეტრო სარაჯიშვილთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პოლიციასთან მივიდნენ.
მზია ამაღლობელი - პროცესები, რომელიც ბოლო 1 წელია, ვითარდება, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა
1736950144
"ადამიანი, რომელსაც საქართველოს ბედი უჭირავს ხელში, ეს არის მაკრონი, მნიშვნელოვანი ფიგურაა"
1736255908
კახა გოგოლაშვილი - არსებობს უკვე კონკრეტული ადამიანების სია და გადაცემული აქვთ მათ, ვინც არ უნდა შეუშვან
1736241739
გიორგი ბადრიძე - რამდენიმე წლით ადრე აქვს ივანიშვილს ლონდონიდან თავისი აქტივების ევაკუაცია
1737049924
ტრაგედია საბერიოში - ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა
1736074464