"ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია" - ამ ლოზუნგით თბილისში დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართება.

დღის მთავარი აქცია ევროპის მოედანზე 19:00 საათზე არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე თბილისის რამდენიმე ადგილიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ.

აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას დაიწყებენ, რომლებსაც აქტივისტები შეუერთდებიან.

დღევანდელ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები, აქტივისტები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და "წინააღმდეგობის პლატფორმა".

ევროპის დღე 75 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ ყოველი წლის 9 მაისს აღინიშნება.