თბილისში, გმირთა მოედანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სხვა დეტალები უცნობია.
თბილისში, გმირთა მოედანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სხვა დეტალები უცნობია.
1780126416
სუსის ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელსაც შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც."გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუსში.
1780125033
დაკავებულებს შორის არიან, როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები."მათ ბრალი ედებათ - დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისთვისთვის.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მორფინი“, „კოდეინი“, გამომშრალი „მარიხუანა" და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი".პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთ დაკავებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1780124695
დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.სამართალდამცველებმა მსჯავრდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
1780124405
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი მამაკაცი.დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1780120742
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 362 500 (+1 430) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 30.05.26-მდე: ტანკები – 11 960 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 643 (+7), საარტილერიო სისტემები – 42 930 (+70), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 813 (+5).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 398 (+1), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 500 (+4); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 318 433 (+1 781), ფრთოსანი რაკეტები – 4 693 (+6).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 100 713 (+483), სპეციალური ტექნიკა – 4 231 (+4).
1780083712
საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
1780083703
13:00 საათზე - თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში გაიმართება პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" კახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.მისამართი: თელავი, ერეკლე II-ის გამზირიN1საკონტაქტო ნომერი: ანი ხონელიძე - 557-212-313
1780083691
კუროიმოქმედეთ გონივრულად და ნუ დახარჯავთ ენერგიას იმის გარდაქმნაზე, რასაც ვერ შეცვლით, რაც გარდაუვალია. დაკმაყოფილდით თქვენი გამოცდილების გაზიარებით და რჩევებით, ასე უფრო მეტად ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი.ტყუპებიდადგა დრო, იბრძოლოთ ლიდერობისთვის, მოიკრიბეთ ძალები და დაიწყეთ გადამწყვეტი მოქმედება კონკურენტების წინააღმდეგ. შანსი გაქვთ, ახლა მოიპოვოთ უკეთესი ადგილი და წარმატებას მიაღწიოთ ნებისმიერ სფეროში.კირჩხიბიყურაღება მიაქციეთ ყოველ დეტალს, რაც უნდა უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ, შესაძლოა, სწორედ ეს წვრილმანები მნიშვნელოვნად აისახოს თქვენს პირად ცხოვრებაზე, საქმიან სფეროსა და, ზოგადად, ცხოვრებაზე.ლომიშეხედეთ თქვენს თავს სხვების თვალით და იყავით ობიექტური. კრიტიკის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება დაგეხმარებათ მდგომარეობის განმტკიცებაში და მიღებული კრიტიკული ინფორმაცია, სამომავლოდ, თქვენთვის კარგი იარაღი გახდება.ქალწულიშეათავსეთ სასიამოვნო სასარგებლოსთან, თქვენი იდეები მიმართეთ მათკენ, ვინც დახმარებას საჭიროებს, რათა ორივე მხარისთვის სარგებლიანი იყოს, როგორც აზრების,ასევე, ენერგიის გაცვლა.სასწორიახალი დავალების თავიდან ასაცილებლად, საჭირო იქნება, ითამაშოთ საქმეებით დახუნძლული ადამიანის როლი, თუმცა, ეს ისე გააკეთეთ, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასვენების საშუალება არ გექნებათ.მორიელიშემოვლითი და არაპირდაპირი გზებით, დღეს ყველაფერი გამოგივათ. ზოგ შემთხვევაში, წარმატებას თქვენი მომხიბვლელობით მიაღწევთ, ზოგჯერ დამაჯერებელი არგუმენტებით, ზოგჯერ კი გავლენიანი კავშირებით. შედეგები ყველასთვის სასარგებლო იქნება.მშვილდოსანიკონფლიქტებისა და წყენის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, ეძებოთ საერთო შეხების წერტილები ირგვლივ მყოფებთან, არ დაუპირისპირდეთ მათ, რადგან ამით კიდევ უფრო დაძაბავთ სიტუაციას. ახლა სწორი გადაწყვეტილებაა, მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.თხის რქანებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, მოქნილობა და მოხერხებულობაა საჭირო, ნუ დაკმაყოფილდებით ერთი ვარიანტით, იმოქმედეთ განსხვავებული გზებით, შეცვალეთ მოქმედების ტაქტიკა სიტუაციურად. იმოქმედეთ გონივრულად და მოზომილად.მერწყულიმშვიდად და უშფოთველად მიჰყევით დროის დინებას. ყველაფერი თავისი ჩვეული რიტმით მიედინება და თქვენი ჩარევის გარეშე იცვლება. დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები მომდევნო დღეებისათვის.თევზებიგარშემომყოფებთან საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირება დაგეხმარებათ პოზიციის მნიშვნელოვნად გამყარებაში, ახლა მთავარია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ.
"ჯერ საქართველოს" დამფუძნებლები თანამოაზრეებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ
1779549314
მერაბ მახარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1779700597
თბილისში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
1779877332
112-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
1779392103
ნიკა გვარამია - არ ვიცი, რა ქმედებაში მედება ბრალი, მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არ ვიცი
1779711544