მისივე თქმით, ამის პარალელურად, კონკრეტულმა პირებმა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების გაშავება დაიწყეს.

"თუ მართალია ხელისუფლება, მაშინ რატომ არ აძლევენ საუბრის საშუალებას. მისცენ, ისაუბრონ და გავიგოთ რეალურად რა მოხდა. ხელისუფლებას აწყობს, რომ არ ისაუბრონ ორგანიზატორებმა და ისაუბრონ მხოლოდ თვითონ და ისაუბრონ ის, რაც თვითონ აწყობთ. თუნდაც ამხილონ კონკრეტული ადამიანები.  

ფაქტია, რომ რაღაც ვერ წავიდა ისე 4 ოქტომბერს, თუნდაც ის გადაჭრილი ღობე, რომელიც როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ ის არ იყო გადაჭრილი. იცით რა არის, ეს არა მხოლოდ ზურაბიშვილის, სამწუხაროდ, იყვნენ  პოლიტიკოსები, რომლებიც 4 ოქტომბრის შემდეგ გამოვიდნენ და გაშავება დაიწყეს და ეს ჩემი გადმოსახედიდან, რაღაც პოლიტიკური დივიდენდების დაწერას უფრო ჰგავს. როგორ შეიძლება ხალხის, რომლებსაც აკრძალული აქვთ საუბარი, გამოხვიდე და მათი გაშავება დაიწყო, ჯერ მოდი, დაელოდე, მოუსმინე რა იყო, მაგრამ არა, ეს ჰგავს პირდაპირ რაღაც პოლიტიკური დივიდენდების დაწერას", - განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.