ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს "თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება პარალელური ქუჩების გავლით. უსაფრთხოების მიზნით სამუშაო არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.