ყოველთვის ვამბობდი, რომ ილია მეორე არ იყო მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მეთაური, არამედ მთელი ქართველი ერის მეთაური, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეომ განაცხადა.

"მე პატრიარქ ილიასთან მქონდა როგორც საეკლესიო, ასევე ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის არ იყო მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მეთაური, არამედ მთელი ქართველი ერის მეთაური. მე მის გასვენებაში ვიყავი, გავაცილე იგი მარადიულობისკენ და ჩემთვის ამაღელვებელი სიტყვაც წარმოვთქვი. გისურვებთ, რომ ზეციდან ყველას მისი კურთხევა გვქონდეს. დაე მისი კურთხევა მუდამ საქართველოს ეკლესიასა და ერს თან სდევდეს და მუდამ გქონდეთ მშვიდობა. 

ასევე ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და მალე ჩვენს საპატრიარქოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. თქვენ ახლახან 1700 წლის იუბილე აღნიშნეთ და ჩვენი პატივისცემის ნიშნად ოფიციალური წარმომადგენლობა გამოგიგზავნეთ", - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.