იუსტიციის სამინისტროს რომელი ადვოკატიც არ მოეწონება, ის დაკარგავს ლიცენზიას. მთელი ადვოკატთა კორპუსი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, - ამის შესახებ ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ადვოკატის უფლებების უხეში დარღვევა.

"იუსტიციის სამინისტროს რომელი ადვოკატიც არ მოეწონება, ის დაკარგავს ლიცენზიას - აი, ეს პროცესი დაიწყო. ანუ, მიმდინარეობს "კოპირება" იმ ქვეყნებისა, სადაც ადვოკატთა კორპუსი არ არის დამოუკიდებელი, აბა, რაში უნდა დაგჭირდეს პრემიერ-მინისტრს, რომ ადვოკატთა კორპუსი შენ წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. 

ეს არის ადვოკატის უფლებების უხეში დარღვევა, ეს არის ევროსაბჭოს რეკომენდაციის უხეში დარღვევა. მთელი ადვოკატთა კორპუსი უნდა გამოვიდეს ქუჩაში", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

"ქართული ოცნების" ინიციატივით, იქმნება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ვალდებული ორგანო ხდება.