ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მის მიერ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ძვირფასო ფბ მეგობრებო - 10 წელია, არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“ :)))  ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული :))", - წერს გილაური.

თაკო ჩარკვიანმა გუშინ განაცხადა, რომ ნიკა გილაური ბიძინა ივანიშვილის დავალებით პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც იქნებიან.