ექსპერტი გია ხუხაშვილი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს ეხმაურება.

"როდესაც სახელმწიფო მეთაურთან, ინსტიტუციურ ლიდერთან ინსტიტუციურ დავაში მთავარი ფიგურა არის არა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ეს თავისთავად მეტყველებს შემდეგზე:

1. პარტია და მისი თავმჯდომარე საკუთარ თავს აიგივებენ სახელმწიფოსთან, რაც არის კონსტიტუციის სულისკვეთების უხეში დარღვევა.

2. ფეხქვეშ თელავენ ინსტიტუციურ წესრიგს და ესეც არის კონსტიტუციის სულისკვეთების უხეში დარღვევა.

3. თავისი მოქმედებებით რისკის ქვეშ აყენებენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა. და ყველაფერ ამას აკეთებენ იგივე კონსტიტუციის მოშველიებით. ამ ყველაფერს რაც გინდათ ის დაარქვით, როგორც ამ მარაზმის დამკვეთი იტყოდა…", წერს ხუხაშვილი.